კახეთის რეგიონზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის კახეთის რეგიონზე 4 მილიონ 182 000 ლარია გამოყოფილი.
კახეთის რეგიონზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. როგორც “knews.ge”-ს გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს,
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლებში სკვერებისა და თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები, სპორტული ინფრასტრუქტურა და გარე განათება მოწყობა, ასევე სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება და სხვა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 15 იანვარს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საჯარო კონსულტაციებისა და კრებების ჩატარების მიზნით, გაიმართა 232 შეხვედრა და 283 სოფლის მოსახლეობამ თავად განსაზღვრა პრიორიტეტები.
რეგიონის მასშტაბით, საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს ესწრებოდნენ, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი