ახალი ამბები

ვარდისუბანში სავარჯიშო სკვერის მოწყობას, სახლების გადანომვრას და მისამართის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟს ითხოვენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ,,სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში” ადგილობრივები არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

სოფლის კრებებზე მოსახლეობამ სპორტულ მოედანთან სავარჯიშო სკვერის მოწყობა ტრენაჟორებით, სოფელში სახლების გადანომვრა და მისამართის აღმნიშვნელი ბანერების დამაგრება დაასახელა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხების მოგვარება 2019 წელს მოხდება.
,,სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში თითოეულ სოფელზეა გამოყოფილი თანხა 30 000 ლარამდე, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. სოფელ ვარდისუბანში ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც მოსახლეობამ დაასახელა საკითხები, რომლის მოგვარებაც აღნიშნული თანხით წელს მოხდება”,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.