ახალი ამბები

თელავში შესაძლოა წლის ბოლომდე მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდეს

თელავში შესაძლოა წლის ბოლომდე მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან. შოთა ნარეკლიშვილი ვერ აკონკრეტებს რა თანხა იქნება საჭირო პროექტის განსახირციელებლად.

“თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რა თანხა იქნება საჭირო ტრანსპორტის შემოსაყვანად, ამ საკითხზეც აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს რა რაოდენობის ტრანსპორტი უნდა შემოვიყვანოთ, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შემოყვანილი ტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი