ახალი ამბები

სოფელ რუისპირში ქვიშის ფრენბურთის მოედანი მოეწყობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ქვიშის ფრენბურთის მოედანი მოეწყობა. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
“სოფელ რუისპირის მოსახლეობასთან უკვე გვქონდა საკონსულტაციო შეხვედრა. მოსახლეობამ ქვიშის ფრენბურთის მოედნის მოწყობის გარდა, დასახლების საერთო კრებაზე კიდევ ორი საკითხი- წყაროს რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა დაასახელა. მოსახლეობის მიერ დასახელებული სამივე საკითხი აუცილებლად მოგვარდება”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა. გარდა ამისა, სოფლებში დასახლების საერთო კრებებზე წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი