კახეთში წითელას კიდევ 21 შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გასულ კვირას კახეთის რეგიონში წითელას 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მისი თქმით, წითელათი დაავადების რიცხვი ყოველ კვირას მცირდება.
,,კახეთის რეგიონში წითელათი დაავადების შემთხვევები შემცირებულია. წინა კვირას 21 შემთხვევა დაფიქსირდა რეგიონში, იმის წინ კი მთლიანი კვირის მონაცემებმა 30 ერთეული შეადგინა. იანვრის თვეში სულ დაფიქსირდა 90 შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით, ისევ საგარეჯოშიაწითელას ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებული, შემდეგ მოდის ყვარელი, დედოფლისწყაროში და ახმეტა. ამ ოთხ მუნიციპალიტეტში ფიქსირდება ძირითადად წითელათი დაავადების შემთხვევები. აქტიურად მიმდინარეობს წითელას წინააღმდეგ აცრების ჩატარება. მასიური აცრები 19 იანვარს დავიწყეთ და უკვე აცრილია 4 402 ადამიანი გუშინდელის მდგომარეობით’’,- განუცხადა knews. ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.