სოფელ შაშიანში არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ამავე დროს გარე განათება მოეწყობა. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელება.
,,სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. აღნიშნული პრობლემები მოგვარება სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 20 000 ლარით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა და საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.