ახალი ამბები

ოჯახური ძალადობის ბრალდებით თელავში 1 პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თელავში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი