უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულისა გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ საღამოდან აიკრძალა. ამ ეტაპზე გომბორის უღელტეხილზე ყინვაა.
“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, – აცხადებენ შსს-ში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზინი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი