კახეთში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
გლოვის დღესთან დაკავშირებით კახეთში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი გუშინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
გუშინ საღამოს დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 კი დაშავდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი