სუს-ის კახეთის რეგიონულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს. როგორც knews.ge-ს სუს-ში განუცხადეს, კახეთის რეგიონულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია ახალი ხელმძღვანელის ვინაობის შესახებ, რომლის დანიშვნის ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა.
სახელმწიფო უსაფრთხოების კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზაზა ნინოშვილი მუშაობდა. სუს-ში არ აკონკრეტებენ რა გახდა ნინოშვილის გათავისუფლების მიზეზი.
სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს ასევე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებსაც.
ნიკოლოზ ესიტაშვილი