ახალი ამბები

თელავში გარე განათების რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციაზე 930 000 ლარი დაიხარჯება

თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან გარე განათების სისტემის რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციაზე 930 000 ლარი დაიხარჯება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ფარგლებში ე.წ. ,,ჭკვიან მრიცხველებს” შეიძენენ, რომელზეც 30 000 ლარი დაიხარჯება.
,,2019 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ტექნიკური მომსახურებისთვის 220 000 ლარია გამოყოფილი. გახარჯული ელექტროენერგიის ანაზღაურებისთვუს გათვალისწინებულია 680 000 ლარი, ხოლო ე.წ. ,,ჭკვიანი კამერების” შეძენისთვის 30 000 ლარი დაიხარჯება”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის გზებზე იგეგმება შემზღუდავი ბარიერების მოწყობა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გათვალისწინებული.