დავით კირკიტაძის პროცესზე დამსწრეთა სიმრავლის გამო, სხდომათა დარბაზში სკამები დაამატეს
გაერთიანებული ოპოზიცია გურჯაანის რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირეს აპროტესტებს და სამართალდამცველებს მოუწოდებენ, არ დაიკავონ ადგილები.
ოპოზიციის წევრების თქმით, იმის გამო, რომ სხდომათა დარბაზში “გაურკვეველი ადამიანები” იმყოფებიან, არ ეძლევათ დავით კირკიტაძის მხარდამჭერებს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება.
ოპოზიციის პროტესტის შემდეგ სხდომათა დარბაზში მანდატურის სამსახურმა დამატებით სკამები შემოიტანა.