ოპოზიციის წარმომადგენლებს ყვარლის გავლით შეუძლიათ მოხვდნენ თელავში
მარშრუტი იყო დაანონსებული თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სურთ, წავიდნენ იმ მიმართულებით, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ სოფელ ველისციხესთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს თელავისკენ გადაადგილებას.
როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს თელავში მოხვედრა ყვარლის გავლით შეუძლიათ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სამართალდამცავები არანაირ პრობლემას არ უქმნიან აქციის მონაწილეებს, რომლებსაც შეუძლიათ, მოძრაობა ფეხით გააგრძელონ.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი