თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან, სავარაუდოდ, ოთხ ადგილას გაისვრიან
თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებიდან, სავარაუდოდ, ოთხ ადგილას გაისვრიან. როგორც Knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, დღეს და ხვალ, 13:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, ქვემეხებიდან სატესტო რეჟიმში გასროლა იგეგმება.
“გუშინ ჩვენ გავავრცელეთ სპეციალური განცხადება, რომ ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს, 13:00-დან 15 საათამდე პერიოდში, ქვემეხებიდან გაისვრიან. დღეს და ხვალ სატესტო რეჟიმში გაისვრიან. ამის შესახებ მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რათა პანიკა არ ყოფილიყო. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გეაუგებრობა გამოიწვია, თუ რატომ უნდა გაისროლონ ქვემეხბიდან ინაუგურაციამდე კიდევ ორჯერ. პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონეიაზე ქვემეხებიდან, სავარაუდოდა, ოთხ ადგილას გაისვრიან. აუცილებელია, რომ ქვემეხები სინქრონში, ერთობლივად გაისროლონ და ამის დამთხვევა რთულია, ამიტომ საჭიროა ინაუგურაციამდე ორჯერ გასროლა”, – აცხადებენ თელავის მერიაში.
კახეთის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ქვემეხებიდან გასროლა გათვალისწინებულია ფიცის დადებისა და პატაკის შემდეგ. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ქვემეხები ქალაქგარეთ განთავსდება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი