დედოფლისწყაროში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
დედოფლისწყაროში 2019 ადგილობრივი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
დედოფლისწყაროს მერიის ინფორმაციით, მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის პრიორიტეტული მიმართულებებია: ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების განვითარება, განათლება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა, სპორტი და სხვა.
საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 6 319 900 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 7 74 800 ლარს შეადგენს.
,,2019 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1მილიონ 60 000 ლარი დაიხარჯება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის- 746 300 ლარი , სპორტისა და ახალგაზრდული საქმიანობისთვის 294 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსება 1 876 000 ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე სკოლამდელი განათლების დაფინანსება. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას საკრებულო კენჭს 20 დეკემბრის სხდომაზე უყრის’’,- განაცხადა ნუგზარ პაპიაშვილმა.

ნატალია ცისკარაშვილი