გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 13 მილიონ 788 ათასი ლარით განისაზღვრება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში 2019 ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი 13 მილიონ 788 ათასი ლარით განისაზღვრება. ვანო ბერიძიშვილის თქმით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტებია სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, განათლება და ახალგაზრდული საკითხები.
,,პროექტის მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, გასულ წელთან შედარებით, 200 ათასი ლარით არის გაზრდილი და ის 13 მლნ 788,6 ლარით განისაზღვრება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარ საფინასო დოკუმენტის პროექტი მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს”,- განაცხადა ვანო ბერიძიშვილმა.