თელავში გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელუარდ 16 დეკემბერს, თელავში გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა განაცხადა, აქცია მშვიდობიანი იქნება. გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართვლოში ჩატარდა არა საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ კრიმინალური დაჯგუფებების და მათთან შეზრდილი კორუმპირებულ ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია.
“გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე რამდენჯერმე ჰქონდა საშუალება გამოეთქვა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში ჩატარდა კრიმინალური დაჯგუფებების, მათთან შეზრდილი კორუმპირებულ ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ სპეცოპერაცია. იმისთვის, რომ ხელისუფლებას გაეგო ამომრჩეველთა აზრი, შევთავაზეთ პოლიტიკური პროცესის დაწყება, მაგრამ მათ სრული იგნორირება გაუკეთეს ამას. რადგან ხელისუფლებამ ყურად არ იღო საერთაშორისო დამკვირვებლების აზრი, ჩვენი შეთავაზებები, ამიტომ, 16 დეკემბერს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თელავში, 16 დეკემბერს, ამავე დროს, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადებს.
მოამზადა: ნიკოლოზ ესიტაშვილმა