სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა თელავში გაიმართოს
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თელავში გაიმართება. ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეორის სასახლეში დადებს.
ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ საჯაროვდება.
როგორც ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე პრესკონფერენცია დღეს ან ხვალ გაიმართება.