პანკისის ხეობაში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პანკისის ხეობის ხუთივე საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა.
სოფელ ჯოყოლოს 23-ე საარჩევნო უბანზე შედეგები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 413 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 149 ხმა.
სოფელ ხალაწნის მე-8 საარჩევნო უბანზე ზურაბიშვილს 114-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 86-მა მოქალაქემდაუჭირა მხარი.
სალომე ზურაბიშვილმა მოიგო სოფელ დუისის ორივე საარჩევნო უბანზეც. სოფელ დუისში ცხოვრობდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც 2017 წლის პანკისის სპცეოპერაციის დროს მოკლეს.
დუისის მე-5 საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 343 ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს კენჭისყრაში მონაწილე 120-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილმა მიიღო 335 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 173-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე სმმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 277-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 160 ხმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ სოფელ ომალოს საარჩევნო უბანზე არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა. ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა, ჯამში, 8579 ხმა მიიღო, რაც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 52.84%-ია, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი დაუჭირა 7657-მა მოქალაქემ, რომელიც ხმების 47.16%-ია.
ნიკოლოზ ესიტაშვილი