ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 59,56%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40,44% მიიღო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაითვალა ხმების 99,7%. წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილს 1 146 063-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი, რაც კენჭისყარში მონაწილე ამომრჩეველთა 59,56%-ია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი დაუჭირა 778 167-მა ამომრჩეველმა, რომელიც ხმების 40 44 %-ს შეადგენს.
3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი.
ნიკოლოზ ესიტაშვილი