ველისციხეში „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლის ინფორმაციით, მას პოლიტიკური აქტიურობის გამო დაემუქრნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში „ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელის მიხეილ ზალუაშვილის ინფორმაციით, მას წუხელ რამდენიმე პირმა გზა გადაუკეტა, როდესაც მეუღლესთან ერთად სოფლის აფთიაქში გადაადგილდებოდა.
ზალუაშვილის თქმით, მას პოლიტიკური აქტიურობის გამო დაემუქრნენ და შესაშინებლად მანქანაში ჩასმა სცადეს.
„აფთიაქში მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე. 10- მდე პირმა გზა გადაგვიკეტა. ცდილობდნენ მანქანაში ჩავესვი და შევეშინებინე. მითხრეს, რომ საარჩევნო პროცესს ჩამოვშორებოდი. ეს არის მცდელობა, რომ ჩვენ არ მივიდეთ საარჩევნო უბანზე“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს” მიხეილ ზალუაშვილმა.
ის მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს მისი თქმით, „ქართული ოცნება” პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე გაღიზიანებულია და იძულებით ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას.