არჩევნების მეორე ტურისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 10 583 022 ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული.
ცესკოს ინფორმაციით, 10 034 572 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება, მოხელეთა გადამზადებისთვის კი 167 000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 381 450 ლარია გათვალისწინებული.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფომ 42 667 518 ლარი გამოყო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი