არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით, 53 847 საარჩევნო ბიულეტენი გაბათილდა
საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმით, 28 ოქტომბერს მოქალაქეობრივი ვალი 3 518 877 ამომრჩევლიდან 1 647 878-მა მიიღო მონაწილეობა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ბათილად 53 847 საარჩევნო ბიულეტენი ცნო.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, არჩევნების პირველი ტურის შედეგები ასე გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი – 615 572 ხმა (38.64%);
გრიგოლ ვაშაძე – 601 224 ხმა (37.74%);
დავით ბაქრაძე 174 849 ხმა (10.97%);
შალვა ნათელაშვილი – 59 651 ხმა (3.74%);
დავით უსუფაშვილი – 36 037 ხმა (2.26%);
ზურაბ ჯაფარიძე – 36 034 ხმა (2.26%);
კახა კუკავა – 21 186 ხმა (1.33%);
არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ერთ პროცენტზე დაბალია პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა.
არჩევნების ამ შედეგების გათვალისწინებით, 28 ნოემბერს გაიმართება მეორე, რომელშიც პირველ ორ ადგილას გასული პრეზიდენტობის კანდიდატები – სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.
ნიკოლოზ ესიტაშვილი