ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა.
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე აცხადებს, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალს სულ54489 ვიზიტორი ესტუმრა, საიდანაც 41 454 საქართველოს მოქალაქე, ხოლო 13035 უცხოელი ტურისტი იყო.
,,2018 წელს გერმანიიდან 4291 ტურისტი გვესტუმრა, რუსეთიდან – 2712, პოლონეთიდან – 1452, აზერბაიჯანიდან – 1099, ხოლო ისრაელიდან – 970. ტურისტების რიცხვი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. 2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემების მიხედვით, ლაგოდეხის ნაკრძალში იმყოვებოდა 52 496 ტურისტი , საიდანაც საქართველოს მოქალაქე 40 46, უცხოელი ტურისტი კი 12 035 იყო. ვაშლოვანის ეროვნულ პარკს 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით 12180 ტურისტი ესტუმრა, 8 673 -ქართველი და 3507 უცხოელი. თუშეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა 14 867 ვიზიტორი, საიდანაც 5 562 ქართველი და 9 305 უცხოელი ტურისტი იყო’’, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.5%-ით გაიზარდა.
,,2018 წლის იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საქართველოში საერთაშორისო ტურისტების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ: ესტონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ესპანეთი, ლატვია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან’’, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.