ახალი ამბები

თელავში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს “ოპელის” მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელოიც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი