ყვარელში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება
8 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ყვარელში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება.
ღონისძიებები 13 საათზე დაიწყება და ფესტივალ “ფუძეობის” ფარგლებში ჩატარდება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივები და ტურისტები ილიას ტბაზე სავაჭრო სივრცეში გამოფენილი 40-ზე მეტი მეწარმის პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას შეძლებენ.
,,გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა: ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა. ღონისძიების მიზანს მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენს’’, – აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სამეწარმეო ბაზრობა 22 საათზე დასრულდება.