ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა.
ცესკოს ინფორმაციით, 3705 უბნისვე მონაცემების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,74 % მიიღო. მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 615 624-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 601 188-მ.
ქვეყნის მასშტაბით 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი