სალომე ზურაბიშვილი ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველს შეხვდა (R)
ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ვნახოთუ რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში, და ვერ ღებულობენ იმ სათანადო განათლებას სახელმწიფო ენაზე, შევუქმნათ გარემო, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ სრულიად ინტეგრირებული სახელმწიფო, კერძო სტრუქტურებში ან ისარგებლონ იმ პროგრამებით, რომელიც გვაქვს ჩვენ. ავიღე ვლდებულება, რომ ამ ჯგუფებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ჩვენ გადავწყვიტოთ და ვნახოთ, რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა
და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.