ახმეტელი ალექსი დავითაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მექსიკის ქალაქ კენკუნში, ვეტერანებს შორის გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ახმეტელმა ალექსი დავითაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. დავითაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.
“ალექსი დავითაშვილი წარმატებული ვეტერანი სპორტსმენია. მან მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მესამედ მოიპოვა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ალექსი დავითაშვილს მსოფლიო ჩემპიონობას და წარმატებას უსურვებს”, – განაცხადეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი