სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს შეხვდა
სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ვეტერანებს განუცხადა, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივია ამ ადამიანების წინაშე გამოსვლა.
„ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს თავის სამხედრო ძალებს, არ არის ღირსი, მომავალი ჰქონდეს. მომავალი, დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენზე არის დამოკიდებული, თქვენს წარსულ ბრძოლებზე. ვიმედოვნებ, რომ არ დაგვჭირდება ახალი ბრძოლები. ეს ყველაფერი მაინც პრეზიდენტის ხელში იქნება და არ შეიძლება, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ძალიან კარგად იმის შეგნება, რას ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, მისი მთლიანობის შენარჩუნება და აღდგენა.“
ეს, ჯერ კიდევ არის ჩვენი მიზანი, რომელიც ბოლომდე არ არის მიღწეული. მიზანი დარჩება იქამდე, სანამ ჩვენს მეხსიერებაში იქნება იმ ადამიანების ხსოვნა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს სწორედ ამ ტერიტორიებისთვის.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვეტერანებს პრეზიდენტისადმინისტრაციაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლებათ.