ახალი ამბები

ყვარელში UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აშენდება

ყვარლის მუნიციპალიტეტში UEFA-ს მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება. სტადიონი 2000 კაცზე იქნება გათვალისწინებული.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერია გამოცხადებული, რომლისთვისაც 180 ათასი ლარია გამოყოფილი.
უწყების ინფორმაციით, სწორედ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გაირკვევა, რა თანხა იქნება საჭირო დახურულ ტრიბუნიანი სტადიონის მშენებლობისთვის, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
,,სტადიონი გასულ წლებში დაწყებული და დაუსრულებელი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდება. უეფას წესების მიხედვით, მეორე კატეგორიის სტადიონზე, ნებადართული იქნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ევროლიგის ფლეი ოფისა და ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე ეტაპის მატჩები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგური და ყველა ახალგაზრდული ნაკრებების ოფიციალური და ამხანაგური შეხვედრების ჩატარება”,- განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ავტორი: მაკა ხაზიური