სოფელ იორმუღანლოში 30-მდე ცხვრის დახოცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში დაახლოებით 30 ცხვრის დახოცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, ცხვრების მეპატრონემ ცხოველების დახოცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომლის შემდეგაც დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნა ექსპერტიზა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რომელიც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ცხოველები მოწამლეს. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ფაქტს უცხოელ ინვესტორებს უკავშირებს.