დღეს შალვა ნათელაშვილი თელავში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
ლეიბორისტული პარტიის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დღეს თელავში კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. როგორც knews.ge-ს ნათელაშვილის პრესსპიკერმა ქეთი დოლიძემ განუცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატი ყურადღებას გაამახვილებს წინასაარჩევნო გარემოზე, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და სხვა საკითხებზე. შეხვედრა 15 საათზეა დაგეგმილი.
ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი