არჩევნებიახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი – მინდა, ვიყო რეგიონების პრეზიდენტი

მე მინდა, ვიყო რეგიონების პრეზიდენტი. პრეზიდენტები არჩეულები არიან რეგიონებიდან, მაგრამ ხშირად არ ბრუნდებიან იქ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი გურჯაანში, საგარეჯოსა და ყვარელში ამომრჩევლებს შეხვდა.
მან რეგიონების განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
“მინდა, რომ ვიყო ინოვაციების, ინიციატივების მატარებელი, რომელიც უნდა წამოვიდეს თქვენგან. თქვენ ყველაზე უფრო კარგად იცით, რა სჭირდება რეგიონს. მე შემიძლია დაგეხმაროთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ ვინ არის ინვესტორი და რა პროგრამა არსებობს დახმარების”,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებზეც ისაუბრა.
,,მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაწყებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შშმ პირების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარი, რაც არის ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში. ეს კი დამოკიდებულია არა კანონებზე და ფულზე, არამედ ჩვენი მენტალობის შეცვლაზე. თუ არ შევცვლით დამოკიდებულებას, ისინი ვერ გამოვლენ სახლებიდან. მე ვიქნები მათი ლობისტი ხელისუფლებაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური