გლდანის საპყრობილეში იორმუღანლოში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა
გლდანის №18 საოყრობილეში 46 წლის პატიმარი გარდაიცვალა. ახლიმან მამედოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ცხოვრობდა.
ახმედოვი შვილთან და ძმისშვილთან ერთად დაახლოებით ერთი თვის წინ, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 46 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
„პაციენტი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში მკურნალობდა შპს არქიმედეს კლინიკაში, ხოლო შემდეგ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, დიაგნოზით: გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.