ლაგოდეხში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით 800 000-მდე ლარი დაიხარჯება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატებით 800 000 -მდე ლარს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯავს. ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს, რომელსაც წარმომადგენლობითმა ორგანოს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს, გამოწვეულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 სექტემბრის განკარგულებით. საკრებულოს სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს 23 წევრი დაესწრო.
“მთავრობის 2018 წლის 7 დოკუმენტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას და მუნიციპალიტეტისთვის 2015-2016 წლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან გამოყოფილი თანხის დარჩენილი ეკონომიების ნაწილის განკარგვას ეხება. საკითხს მხარი სხდომაზე დამსწრე წევრათა სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა”, – განუცხადეს knews.ge-ს ლაგოდეხის საკრებულოში.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.