პრემიერი – პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება რეფორმაში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, განათლების რეფორმის წარდგენის შემდეგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს.
მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუწოდეს, დაინტერსდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსისტეტში მიმდინარე პროცესებით.
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის, ანა ჭედიას თქმით, ახალმა რეფორმამ, რომელიც მათთვის მისაღებია, პრობლემური საკითხები უნდამოაგვაროს.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მივესალმებით განათლების განვითარებისკენ მიმართულ ამ ახალ რეფორმებს. ამგვარი რეფორმებისთვის საჭიროა ისიც, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლის უფლება მიიღონ. ამ მშვიდობიანი გამოსვლებით 800 სტუდენტის უფლებების აღდგენას მოვითხოვთ, რომლებმაც პრიორიტეტი მიანიჭეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. აუცილებელია დავიცვათ მათი და ჩვენი უფლებები“, – განაცადა ანა ჭედიამ.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.