თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
როგორც knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „გზაჯვარედინი“ მაღალხარისხიანი ცივი პლასტის საღებავით ასრულებს.
„თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით, მოინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები“, – განაცხადეს თელავის მერიაში.