არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის თანამონაწილეობა სჭირდება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობს. კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან კონსტრასიგნაციის საფუძველზე უნდა გამოაცხადოს.

გიორგი მარგველაშვილს არჩევნების დასანიშნად ვადა 28 აგვისტომდე აქვს, თუმცა შეუძლია ბოლო ვადას არ დაელოდეს და შესაბამისი სამართლებრივი აქტი გაცილებით ადრე გამოსცეს.