ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

ვაშაძე ახმეტის და თელავის სოფლების მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში შეხვდება. 
„გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებთან შეხვედრას დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში დაიწყებს. ის ადგილობრივებს საკუთარ პროგრამას გააცნობს. დღესვე გიორგი ვაშაძე ახმეტაში, ჟალურის უბანში მოსახლეობას შეხვდება. შემდეგ წავალთ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში და ხალხს სოფლის ცენტრში შევხვდებით. მან ზედმიწევნით იცის ყველა ის პრობლემა, რომელიც კახეთს და კახელ გლეხს აწუხებს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წარადგინა.
გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა.