ახალი ამბები

ყვარლის მერიამ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება დახურული კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას.
“ვკანტურია ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურში ძეგლთა დაცვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის და ამავე სამსახურის უფროისი სპეციალისტის პოზიციები. კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ინფრასტრუქტურის ან სივრცითი მოწყობის ან ძეგლთა დაცვის ან მშენებლობის ან არქიტექტურის სფეროში/დარგში მუშაობის – ორწლიანი გამოცდილება. ძეგლთა დაცვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 900 ლარია, ხოლო უფროსი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურება 800 ლარს შეადგენს”, – განაცხადეს ყვარლის მერიაში. 
დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.