კახეთში დროის ბანკის პრეზენტაცია გაიმართა
კახეთის რეგიონული ჰაბის ასისტენტის, ნათია ბოტკოველის განცხადებით, დროის ბანკი ეს არის ორმხრივი მოხალოსეობის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას. ევროკავშირი ხელს უწყობს მოხალისეობის გაძლიერებას საქართველოში.
,,თქვენი შესაძლებლობები გამოიყენეთ სხვების დახმარებისათვის და სანაცვლოდ მიიღებთ დახარჯულ დროს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა საჭიროებისათვის. ეს სერვისი ხელს უწყობს მოხალისეებს შორის თავისუფალი დროის გაცვლა-გამოცვლას“, – განაცხადა knews.ge-სთან ნათია ბოტკოველმა.