საგარეჯოში თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის შესახებ დისკუსია გაიმართა
თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექპერტმა კოტე კანდელაკმა რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის შესახებ. ექსპერტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირება და პროცესების მართვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. მისი განცხადებით, ახალი რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.