ვიდეორეპორტაჟი

მოზვერ შოუ – მეოთხე გადაცემა

საკვების მწარმოებელი კომპანია „აგროქიზი” და მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმა”, ერთობლივი იდეის ფარგლებში, რეალითი შოუს “The Mozver Show” რიგით მეოთხე გადაცემას გთავაზობთ. გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმობა მოზვერების წონამატის დადგენასა და შედეგების შეფასებას, მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ ხბოების გამოკვების ტექნოლოგიებზე.

პროექტის ბენეფიციარ ფერმერებს თელავსა და ახმეტაში უკვე აქვთ საშუალება, ერთმანეთს შეადარონ მოზვერების წონამატი. სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ფერმერი თაჰირ ბახტიაროვი, რომელიც 2 მოზვერს ტრადიციული მეთოდით ზრდის, ამბობს, რომ ხბოების ცოცხალი წონა, დღეისათვის, 225 და 270 კილოგრამს შეადგენს. სოფელ ქისტაურში მდებარე ფერმაში 2 მოზვერი ,,აგროქიზიყის“ მიერ დამზადებული კომბინირებული საკვების მეშვეობით იზრდება. ფერმის მეპატრონე კახა ავაზაშვილი აღნიშნავს, რომ მოზვრების ცოცხალი წონა 210 და 250 კილოგრამია.

,,აგროქიზიყის“ დირექტორის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ხბოს გამოზრდისას მნიშვნელოვანია მისი სწორად კვება, დაბალანსებული რაციონის შერჩევა, ისე რომ ფერმერებს მისი გამოკვება იაფი დაუჯდეთ. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ფერმერმა უნდა გაითავისოს, რომ კარგი ხარისხის ხბოს მიღება შესაძლებელია მისი მოვლა–შენახვისა და კვების ოპტიმალური პირობების შექმნით.

რეალითი შოუს მეხუთე გადაცემა დაეთმობა მოზვერების წონამატის დადგენას, მიღებული შედეგების შეფასებასა და საკვების მწარმოებელ კომპანია „აგროქიზიყში” საკვების განვადებით მიღების პროცედურებს.

 

 

გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ბექა გონაშვილი
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)