ახალი ამბები

,,ტურიზმის განვითარების მთავარი პირობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა”

არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ამ კუთხით განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
,,გურჯააანის მერია ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების იმართულებით აქტიურად მუშაობს. ერთ-ერთი ძალიან კარგი საქმე, რომელიც ტურიზმის მიმართულებით გაკეთდა, არის დიდების მემორიალზე ბინოკულარის დამონტაჟება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის” ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ეს ტურისტებს საშუალებას მისცემს, ალაზნის ველის ხედებით ისიამოვნონ. პროექტის ღირებულება 20 000 ლარია და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მემორიალის ტერიტორიაზე ასევე 5 ახალი სკამი დაიდგა, ორი ბანერი გაკეთდა და განათება დამონტაჟდა. მსგავს პროექტებს სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებზეც განვახორციელებთ”,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.