ახალი ამბები

ნიკოლოზ ჯანიაშვილი – წლის ბოლომდე არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზა აშენდება

ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ჯანიაშვილი ვერ აკონკრეტებს, რა თანხა დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე. 
“უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ვერ გეტყვით რა თანხა დაიხარჯება, რადგან ტენდერი საავტომობილო გზის დეპარტამენტმა უნდა გამოაცხადოს. არხილოსკალო-სამთაწყაროს გზა არის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. ვფიქრობ, რომ გზის მშენებლობას რამდენიმე მილიონი ლარი დასჭირდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.