გამოცხადდა ბლოგერებისა და ფოტო-ვიდეო მასალების სასკოლო კონკურსი
კახეთის რეგიონული ჰაბი პროექტის „სამოქალქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისა და ბლოგერებისათვის.
კონკურსის მიზანია ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 13-დან 21 წლამდე ასაკის მოსწავლეებსა და სტუდენტებს კახეთის რეგიონიდან, რომელთაც საკუთარი ხედვა და ღირებულებები გააცნონ ფართო საზოგადოებას.
ბლოგერების და ფოტო-ვიდეო მასალების სასკოლო კონკურსის თემაა ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა შემდეგ თემაზე: ჩემი ქალაქი/ ჩემი სოფელი
გამარჯვებულ ნამუშევრებს შეარჩევს სპეციალური ჟიური. ამასთან, დაჯილდოვდება გამარჯვებული მონაწილის უშუალო პედაგოგი, სკოლა, ან უმაღლესი სასწავლებელიც.
კონკურსის მიზანია საქართველოს ევროპასთან ასოცირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ყველა საჯარო სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.
როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?
1. ნაშრომი უნდა ეხებოდეს თვითმმართველობის საკითხს ქალაქის, ანდა სოფლის განვითარების ხედვას;
2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს/ბლოგის/ვიდეო რგოლის ან ფოტო მასალის გამოგზავნა სხვადასხვა თემაზე;
3. წარმოდგენილი ნამუშევრის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა), ასევე სასწავლების სახელი;
4. საკონკურსო მასალის ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, შრიფტი – სილფაინი, ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას, ესე შესაძლოა იყოს World დოკუმენტის, Power Point ან PDF ფორმატში, ფაილს უნდა ერქვას მონაწილის სახელი და გვარი;
5. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, მოხსნან კონკურსანტი კონკურსიდან;
6. საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მარტი , 17.00 მდე;
7. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: mediacenterkakheti@gmail.com
8. გამოგზავნისას მეილის სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ კონკურსი: ჩემი ქალაქი/ჩემი სოფელი”.
შეფასების კრიტერიუმები:
– თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება;
– პრობლემის ხედვა კონტექსტში;
– ლოგიკური მსჯელობა;
– ანალიზი და არგუმენტირება;
– ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი);
– წერის,/ მასალის მოწოდების კულტურა.