ახალი ამბები

თელავში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
“თითი აქვს მოტეხილი და სხეულის სხვადასხვა ადგილას დაჟეჟილობა აღენიშნება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.