“ბაღებში ბავშვის საგანმანათლებლო რესურსებზე 10 ლარზე ნაკლები იხარჯება”
კვლევაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი რესურსების მოტანის პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ, ზოგჯერ კი აღმზრდელი მათ საკუთარი ფინანსური სახსრებით იძენს, რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (როგორიცაა ფანქრები, ქაღალდი და სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს.
„ამ რესურსებზე თითო ბავშვზე ყოველწლიურად მინიმალური თანხა იხარჯება: 56 მუნიციპალიტეტიდან მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების 62.5% 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო ბავშვზე ყოველ წელს საგანმანათლებლო რესურსებზე (ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 0.73 და 1.11 ლარს ხარჯავს).”, – ნათქვამია კვლევაში.