სიღნაღში 10 ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდება
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება.
ბატიაშვილის ინფორმაციით, ქუჩების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.
,,სიღნაღი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება. ქალაქში იგეგმება ბეჟანიშვილის, ლოლაშვილის, სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, 9 აპრილის, რუსთაველის, გორგასლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის და ცოტნე დადიანის ქუჩებზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. ძირითადად გათვალისწინებულია დაზიანებული ხის აივნების რეაბილიტაცია, დაზიანებული ქვაფენილების აღდგენა, შენობების კედლების რეაბილიტაცია და სხვა. ძველ ისტორიულ შენობებს რეაბილიტაციის დროს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდებათ. იმის გამო, რომ პროექტში ჩამოთვლილ ადგილებს მერიასთან ახლოს არსებული დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაციაც დაემატა, სამუშაოები დროულად ვერ დაიწყო’’,- განუცხადა knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.